2 წლის და 9 თვის წინ
ლამინემ შოუ დადგა - ტალანტს ვარჯიშზე ვერავინ აჩერებს
ლამინემ შოუ დადგა - ტალანტს ვარჯიშზე ვერავინ აჩერებს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" 2023/2024 წლების სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო.

პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს "ბლაუგრანას" 16 წლის ტალანტი, ლამინე იამალი, რომელიც ფენომენალურად გამოიყურება.

თუ Relevo-ს დავუჯერებთ, მათ, ვინც "ბარსას" დღევანდელ სავარჯიშო სესიას თვალი მიადევნეს, ესპანელი ფეხბურთელით აღფრთოვანება უბრალოდ ვერ დამალეს. 

ამბობენ, რომ ლამინე ვარჯიშებზე სიგიჟეებს სჩადის. თანაგუნდელები, რომელთაგან ზოგიერთი ამომავალ ვარსკვლავზე ორჯერ უფროსიც კია, მასთან ვერაფერს აწყობენ.

ცხადია, ეს ჩავი ერნანდესის ყურადღების მიღმა არ რჩება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ლამინეს პირველ გუნდში შანსი ბევრჯერ მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ძირითად გუნდში დებიუტი იამალს 29 აპრილს ჰქონდა. "ბეტისთან" მოგებულ შეხვედრაში მან 4 წუთი ითამაშა.


Facebook კომენტარები