ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ "ბარსელონა" ფინანსური დარღვევების გამო დააჯარიმა.
უეფამ "ლურჯ-ბროწეულისფერთ" 500 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ კლუბმა 2022 წლის ფინანსური ანგარიშში მცდარი მონაცემები მიუთითა.
დასჯილ იქნენ სხვა კლუბებიც. მაგალითად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 300 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს.
ამ დარღვევის გამო "ბარსას" მეტი ზიანი აღარ მიადგება, თუმცა უეფა აგრძელებს ნეგრეირას საქმის გამოძიებას.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გრანდი უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. თუ საჭირო გახდა, "ბლაუგრანა" საქმეს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოშიც კი წაიღებს, რადგან კლუბში მიაჩნიათ, რომ სასჯელი ზედმეტად მკაცრია.
"ბარსელონას" პოზიციას აძლიერებს ის არგუმენტიც, რომ ლა ლიგას ამ ანგარიშთან პრობლემა არ ჰქონია.