3 წლის წინ
ანსუს 7 გუნდი უმიზნებს - ვის სურს ფატი ყველაზე მეტად
ავტორი
Aa
მიუნხენის "ბაიერნი" ანსუ ფატით აქტიურად ინტერესდება და ეს "ბარსელონაშიც" იციან, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი სერხი სოლე.
როგორც ირკვევა, "ბლაუგრანას" ათიანი ერთბაშად 7 გუნდის რადარზე იმყოფება.
ანსუ დაუკავშირეს ლონდონის "არსენალსა" და "ტოტენჰემსაც".
კატალონიურ გრანდში 20 წლის თავდამსხმელის მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ფატი მის სამომავლო გეგმებში შედის, მაგრამ ესპანური გამოცემების ინფორმაციით, თუ ანსუმანე თამაშის ხარისხს არ მოუმატებს, მისი ტრანსფერზე დაყენების საკითხი დღის წესრიგში დადგება.
მიმდინარე სეზონში ესპანელის მონაგარი 6 გოლსა და 3 საგოლე გადაცემას შეადგენს.
აქვე გეტყვით, რომ ფატის გამოსასყიდ თანხად 1 მილიარდი ევროა განსაზღვრული.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი