3 წლის და 3 თვის წინ
ჩავი და კუნდე მორიგდნენ
ავტორი
Aa
ჟიულ კუნდე თანახმაა, რომ მომდევნო სეზონში იქ ითამაშოს, სადაც ამის საჭიროება იქნება, - წერს ფერან მარტინესი.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, ფრანგი მცველი 3-4-3 ფორმაციაში მარჯვენა მხარეს მდგომი ცენტრალური მცველის პოზიციას დაიკავებს.
24 წლის ფეხბურთელს ამის შესახებ ჩავი ერნანდესმა შეატყობინა. "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა გუნდს უთხრა, რომ მომდევნო სეზონიდან გუნდი ხშირად ითამაშებს 3-4-3 ტაქტიკით.
მოცემული ცნობა გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ნომინალური მარჯვენა მცველი აღარც დაიმატონ.
ცნობისთვის, კუნდე "ბარსამ" 2022 წლის ზაფხულში შეიძინა "სევილიიდან". გასულ სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში მან 1 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი