დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესს ჰკითხეს, აქცევდა თუ არა მადრიდის "რეალთან" მოპოვებული 5-ქულიანი უპირატესობა "ბარსელონას" ლა ლიგის მოგების ფავორიტად.
43 წლის სპეციალისტმა ამ შეკითხვას შემდეგნაირი პასუხი გასცა:
"არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ. თავს ლა ლიგის მოგების კანდიდატებად ვგრძნობთ და ეს ერთ-ერთი მიზანია.
ჩვენ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ვუწევთ კონკურენციას. ჩვენთვის ძალიან რთული იქნება ტიტულებისთვის ბრძოლა ძალიან ძლიერი "რეალის" წინააღმდეგ. ჩემი აზრით, "რეალი" ძალიან კარგად გამოიყურება და ტიტულისთვის ბრძოლა უკანასკნელ წამამდე მოგვიწევს," - განაცხადა "მაესტრომ".
შეგახსენებთ, რომ "ბარსა" პრიმერას სატურნირო ცხრილში 'სამეფო კლუბს" 5 ქულით უსწრებს.
ხვალ მადრიდელები "მალიორკას" ეთამაშებიან, "ბლაუგრანა" კი სახლში "სევილიას" მიიღებს.