2 წლის და 9 თვის წინ
რას ამბობენ პედრიზე გასახდელში - საინტერესო ამბავი
რას ამბობენ პედრიზე გასახდელში - საინტერესო ამბავი

SPORT-ის ჟურნალისტმა ხორდი ხილმა "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, პედრი გონსალესის შესახებ დაწერა.

ხილის თქმით, 20 წლის ვარსკვლავს "ბლაუგრანას" გასახდელში ძალიან აფასებენ და ბევრი მას კაპიტნების ოთხეულის წევრობის ღირსეულ კანდიდატად მიიჩნევს.

პედრის ძალიან კარგი ხასიათი აქვს, ინარჩუნებს დადებით ატმოსფეროს და გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელია. გასახდელში ამბობენ, რომ მას კაპიტნობა იმაზე მეტად შეეფერება, ვიდრე შეიძლება ეს სხვას წარმოედგინოს.

თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, მომდევნო სეზონში კაპიტანი სერხი რობერტო იქნება, ვიცე-კაპიტანი კი - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.

წყაროს თანახმად, დანარჩენი ორი ადგილისთვის პედრი, უსმან დემბელე, ფრენკი დე იონგი, რონალდ არაუხო და რობერტ ლევანდოვსკი "იბრძოლებენ".

ხმის მიცემა მაშინ შედგება, როცა გუნდს ყველა ფეხბურთელი შეუერთდება.


Facebook კომენტარები