3 წლის და 3 თვის წინ
+7 კილოგრამი კუნთოვან მასაში - პედრის გარდასახვა
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გავრცელებულ ფოტოებზე ქომაგებმა შეამჩნიეს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 20 წლის ვარსკვლავი, პედრი გონსალესი ფიზიკურად მოძლიერებულია.
ამის შესახებ დღეს SPORT-მაც დაწერა.
წყაროს თანახმად, ნახევარმცველმა კუნთოვანი მასა 7 კილოგრამით გაიზარდა.
შვებულების ჟამს, პედრიმ 5 კვირა გაატარა Tenerife Top Training-ის სპორტდარბაზში, სადაც იმ სპეციალური გეგმის მიხედვით ვარჯიშობდა, რომელიც კლუბმა მისთვის მოამზადა.
გონსალესმა საკმაოდ მკაცრი დიეტაც დაიცვა.
აშკარაა, რომ პედრი მომდევნო სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება. იმედი ვიქონიოთ, მის მიერ გაწეული შრომა იქნება დასასრული იმ ტრავმიანობისა, რომელიც ესპანელს ხშირად აწუხებს ხოლმე.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი