"ბარსელონას" ლეგენდამ ჟერარ პიკემ გუნდის 32 წლის ახალწვეულის, ინიგო მარტინესის შესახებ ისაუბრა.
"ბურთთან იგი ძალიან კარგად გრძნობს თავს, ფეხს შესანიშნავად ხმარობს და აქვს საჭირო ხასიათი. "ბარსაში" ინიგოს ადაპტაცია არ გაუჭირდება.
ცენტრალური დაცვის ზონაში კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან იქ არიან რონალდ არაუხო, ანდრეას კრისტენსენი და თამაში შეუძლია ჟიულ კუნდესაც.
გუნდმა გასულ სეზონში უკვე აჩვენა, რომ დაცვას მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლია და იმედია, ასეც გაგრძელდება," - თქვა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ყოფილმა უკანახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ინიგო "ბარსამ" თავისუფალი აგენტის სტატუსით, ბილბაოს "ატლეტიკიდან" დაიმატა. კატალონიურ გრანდთან ბასკმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მარტინესი მომდევნო სეზონისთვის უკვე ემზადება თავის ახალ თანაგუნდელებთან ერთად.