32 წლის გერმანელი ნახევარმცველი, ილქაი გიუნდოგანი დღეს ბარსელონაში ჩაფრინდა. ძალიან მალე მას "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ოფიციალურადაც წარადგენენ.
ოფიციალურ პრეზენტაციამდე, "ბლაუგრანას" ახალმა ნახევარმცველმა კატალონიურ გრანდში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
"ეს ახდენილი ოცნებაა. მახსოვს ბავშვობაში როგორ ვუყურებდი პეპისა და რაიკაარდის "ბარსას". მას შემდეგ ამ გუნდს თითქმის ყველა სეზონში ვადევნებდი თვალს.
რა თქმა უნდა, აქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. რამდენჯერმე ვიყავი სტადიონზეც - მითამაშია კიდეც და მაყურებლის რანგშიც ვყოფილვარ. ახლა თავს ძალიან ამაყად ვგრძნობ და ამ დიდი კლუბის ნაწილად ყოფნა მეამაყება.
საფუძველი არსებობს. არსებობს პოტენციალიც. ეს მომდევნო სეზონში უნდა გამოვავლინოთ და აქ სწორედ ამიტომ ვარ. მოტივაციითა და მოწადინებით ვარ აღსავსე," - თქვა გიუნდოგანმა.
შეგახსენებთ, რომ ილქაი "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტიდან", თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოიყვანა.