"შენ ლეო ხარ?" - ვინ დასცინა ანსუ ფატის (ვიდეო)

ლისაბონის "ბენფიკასა" და "ბარსელონას" შორის გუშინდელ მატჩში უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

კამერებმა დააფიქსირეს, რომ "არწივების" კაპიტანმა, ნიკოლას ოტამენდიმ "ბლაუგრანას" 18 წლის თავდამსხმელს, ანსუ ფატის დასცინა.

"ვინ ხარ შენ, ლეო ხარ?" - ამ კითხვით მიმართა გამოცდილმა მცველმა ანსუს, როცა დაინახა, რომ მას 10 ნომრიანი მაისური ეცვა.

როგორც იცით, ლიონელ მესის "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგების მერე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანი სწორედ ფატი გახდა.

რაც შეეხება ოტამენდის, მას ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელთან ერთად არგენტინის ნაკრებში არაერთხელ უთამაშია, მაგრამ მაინც წარმოუდგენელია, რომ მესის მისი თანამემამულის ეს საქციელი მოსწონებოდა.

2 კვირის წინ
5316 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 602
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია