3 წლის და 3 თვის წინ
“იუვენტუსმა” კესიეს სანაცვლოდ პირველი შეთავაზება გააკეთა
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ტურინის “იუვენტუსი” კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ფრანკ კესიეს შეძენით ინტერესდება.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ჯაკომო იაკობელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბებერმა ქალბატონმა” კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელის სანაცვლოდ პირველი შეთავაზება გააკეთა.
“ბიანკონერი” “ბლაუგრანას” 15 მილიონს სთავაზობს, საიჯარო ხელშეკრულებაში (გამოსყიდვის უფლებით).
კესიეს ხელფასი 6.5 მილიონი ევრო იქნება, აფრიკელ ფეხბურთელს 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.
საბოლოო ჯამში, კესიეს მიზანი კვლავ “ბარსელონაში” დარჩენაა და “იუვენტუსში” გადასვლა არ სურს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი