logo

ნია MYBARCA -სთვის - მის საქართველო 2017-მა "ბარსას" საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

ნია MYBARCA -სთვის - მის საქართველო 2017-მა "ბარსას" საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

MyBarca.ge -ს ადმინისტრაციის სახელით მის საქართველო 2017-ს, ნია წივწივაძეს დავუკავშირდით და მასთან მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ.

მოგეხსენებათ, ნია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს და ძალიან აქტიურადაა ჩართული ფეხბურთში. მას შემდეგ, რაც "ლოკომოტივის" ფეხბურთელზე, ნიკოლოზ ჭანტურიაზე დაინიშნა ბუნებრივია, უფრო დიდი ადგილი დაიკავა ფეხბურთმა მის ცხოვრებაში.

ნიამ ფეხბურთის ყურება 2001/02 წლებში დაიწყო, ის ბრაზილიის ნაკრების და "ბარსელონას" გულშემატკივარი გახლავთ. 

მის საქართველო 2017-მა, იმ პერიოდიდან მოყოლებული, რაც ფეხბურთს ადევნებს თვალს "ბარსას" საუკეთესო შემადგენლობა და მწვრთნელი დაგვისახელა.

ნიას "დრიმ თიმი" ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, დანი ალვეში, კარლეს პუიოლი, ჟერარდ პიკე, ჯორდი ალბა, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, რივალდო ფერეირა, ლიონელ მესი, სამუელ ეტო'ო, რონალდინიო გაუჩო.

მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა.

2 თვის წინ
1424 / 0
ლიკა
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 722
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ