2 წლის და 9 თვის წინ
ცნობილია: რა ნომრით ითამაშებს რომეუ "ბარსაში"
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ორიოლ რომეუს "ბარსელონაში" ტრანსფერი გადაწყვეტილია.
Relevo-ს ინფორმაციით, ესპანელი ნახევარმცველი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 5-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც ბოლოს სერხიო ბუსკეტსს ემოსა.
იქიდან გამომდინარე, რომ რომეუმ "ბლაუგრანას" სასტარტო შემადგენლობაში სწორედ გუნდის ყოფილი კაპიტანი უნდა ჩაანაცვლოს, მისთვის აღნიშნული ნომრის ჩაბარება მოულოდნელობად არ უნდა მივიჩნიოთ.
თუ ბუსკეტსის 5 ნომერს ილქაი გიუნდოგანი გადაიბარებს, 31 წლის შუახაზელი 18 ნომრის მიღებას ეცდება. ეს ნომერიც ვაკანტურია, რადგან ჟორდი ალბამ გუნდი დატოვა.
სხვათა შორის, "ჟირონაში" ორიოლი სწორედ 18 ნომრით თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელ ფეხბურთელში "ბლაუგრანა" "ჟირონას" 4.5 მილიონ ევროს გადაუხდის და ამას პაბლო ტორეს 1-წლიან იჯარას დაუმატებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი