"ის ნეიმარზე უკეთესია" - სუარესმა კუმანი დატროლა

"ის ნეიმარზე უკეთესია" - სუარესმა კუმანი დატროლა

ხერარდ რომეროსთან Twitch-ზე ჩაწერილ ინტერვიუში ლუის სუარესს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ლიუკ დე იონგის მიერ "ბარსელონაში" ნაჩვენებ თამაშზე.

"როგორც მწვრთნელი ამბობს, ის ნეიმარზე უკეთესია," - იხუმრა ურუგვაელმა.

ბუნებრივია, ეს რონალდ კუმანის ბოსტანში ნასროლი კენჭი გახლდათ, რადგან ნიდერლანდელმა მართლაც თქვა, რომ დე იონგი ნეიმარს სჯობია, ოღონდ, თამაშის კონკრეტულ ასპექტში - თავით თამაშში.

სუარესმა 58 წლის სპეციალისტთან თავის ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"კუმანთან ჩემი დიალოგი ზუსტად 40 წამს გაგრძელდა. მან მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდიოდი. დამშვიდობების სწორედ ამ ხერხმა მატკინა გული ყველაზე მეტად," - თქვა ლუისმა.

დე იონგის ასპარეზობას თუ დავუბრუნდებით, 31 წლის ფორვარდს "ბარსას" მაისურით უკვე 6 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 1 გოლია.

შედარებისთვის, ლუის სუარესს 10 შეხვედრაში 5 გოლი და 1 ასისტი აქვს მითვლილი.

1 კვირის წინ
3091 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 602
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია