1 წლის და 4 თვის წინ
"ბარსამ" ნაბიჯები გადადგა - რაზეა დამოკიდებული ბერნარდუს ტრანსფერი
"ბარსამ" ნაბიჯები გადადგა - რაზეა დამოკიდებული ბერნარდუს ტრანსფერი

ჟოან ლაპორტას ბერნარდუ სილვას ტრანსფერის განხორციელება ძალიან უნდა, - წერს ჟერარ რომერო.

წყაროს თანახმად, "ბარსელონამ" პორტუგალიელი ნახევარმცველისკენ უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ისინი ლა ლიგასთანაც არიან კონტაქტზე.

"მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" კონკრეტული ფინანსური პირობებით შეუერთდება. მართალია, ანაზღაურების თაობაზე იგი ახლა გარკვეულ დათმობაზე წავა, მაგრამ მისი ხელფასი თანდათან გაიზრდება.

ბერნარდუს აგენტს, ჟორჟე მენდეშს სურს, რომ მისმა კლიენტმა ბავშვობის ოცნება აიხდინოს და "ბლაუგრანაში" ითამაშოს. კლუბს იგი ხშირად ელაპარაკება.

სილვას "ბარსაში" გადაბარგება გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის წასვლაზეა დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს, რომ ფრანკ კესიეს გაყიდვა მნიშვნელოვან ეფექტს არ იქონიებს - კატალონიური გრანდი სხვებსაც უნდა შეელიოს.

ცნობისთვის, "ბარსელონა" 28 წლის ფეხბურთელის იჯარა+გამოსყიდვის ვალდებულების ფორმით წაყვანას იმედოვნებს, თუმცა "ქალაქელები" ამას, ალბათ, არ დასთანხმდებიან.


Facebook კომენტარები