სუარესმა დაასახელა ფორვარდი, რომლის ყიდვაც მან "ბარსელონას" ურჩია

სუარესმა დაასახელა ფორვარდი, რომლის ყიდვაც მან "ბარსელონას" ურჩია

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა Twitch-ზე ჩართვისას გაიხსენა საინტერესო ისტორია 2019 წლიდან.

"დარვინ ნუნესი "ბარსელონას" ჯერ კიდევ მაშინ ვურჩიე, როცა ის "ალმერიაში" თამაშობდა.

15 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება მაქვს. ფორვარდებზე ცოტა რაღაც გამეგება. "ბარსას" ვუთხარი: "მიაქციეთ მას ყურადღება. იგი ძალიან კარგია და საინტერესო ნიშნებს ამჟღავნებს."

მათ მიპასუხეს, რომ დარვინი "ალმერიაში" თამაშობდა და ძალიან ახალგაზრდა იყო. ჩემთვის რომ დაეჯერებინათ, ნუნესში მათ 80, 90, 100 მილიონი ევროს მაგივრად, 15-20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდათ და მას სათადარიგოთა სკამიდან ათამაშებდნენ," - თქვა ლუისმა.

შეგახსენებთ, რომ დარვინი ახლა "ბენფიკას" ფეხბურთელია. ერთი კვირის წინ ის "ბარსასაც" დაუპირისპირდა და დუბლი შეუსრულა.

საერთო ჯამში, 22 წლის ფეხბურთელს ლისაბონელთა მაისურით 20 გოლი აქვს გატანილი და 12 ასისტი გაკეთებული. ურუგვაელი 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.

1 კვირის წინ
3706 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 602
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია