1 წლის და 9 თვის წინ
"ბარსელონა" ბრაიან ხილთან ძალიან ახლოს იყო
"ბარსელონა" ბრაიან ხილთან ძალიან ახლოს იყო

ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ, როგორი დატვირთული იყო "ბარსელონასთვის" 2022 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯარა. კატალონიელებმა 55 მილიონ ევროდ ფერან ტორესი შეიძინეს, ადამა ტრაორე "ვულვზიდან" ინათხოვრეს, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს.

ამ სამეულიდან "ბლაუგრანაში" დღეს მხოლოდ ფერანია შემორჩენილი. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ზაფხულში ადამა "მოლინიუზე" გააბრუნეს, გაბონელი ცენტრფორვარდი კი "ჩელსიში" გაყიდეს.

"კამპ ნოუზე" გატარებული მცირე დროის განმავლობაში ტრაორემ თავი რამდენიმე კარგი მატჩით დაგვამახსოვრა, მაგრამ თუ ედუ პოლოს დავუჯერებთ, არსებობდა შანსი, ესპანელ გარემარბს ეს შანსიც არ მიეღო.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას სხვა ვარიანტიც ჰქონდა ბრაიან ხილის სახით.

მაშინ ლონდონის "ტოტენჰემის" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის დამატებასთან "ბარსა" საკმაოდ ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს არჩევანი მაინც ტრაორეზე გაკეთდა.

აქვე გეტყვით, რომ ხილი რამდენიმე დღის წინ "სევილიას" შეუერთდა. 21 წლის შემტევმა სეზონის პირველ ნახევარში "ტოტენჰემის" მაისური 11 მატჩში მოირგო და 1 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები