ვის მისცემს ხმას მესი ოქროს ბურთის ნომინაციაზე – ლეოს კომენტარი

ვის მისცემს ხმას მესი ოქროს ბურთის ნომინაციაზე – ლეოს კომენტარი

არგენტინელმა მეგავარსკვლავმა, ლეო მესიმ, გამოაშკარავა, თუ ვის მისცემს ხმას ოქროს ბურთის ნომინაციაზე.

„ჩემს გუნდში, „პსჟ-ში", ორი მოთამაშეა, რომელთაც ხმას მივცემ: ნეიმარი და მბაპე, შემდგომ უკვე ლევანდოვსკის, რომელსაც მაგარი სეზონი ჰქონდა, ასევე ბენზემასაც, ისიც ბრწყინვალეა", – დასძინა ლეომ "France Football-თან".

34 წლის ფეხბურთელს მეხუთე არჩევანი არ დაუსახელებია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის პედრი გონსალესი იქნება.

როგორც იცით, ოცდაათივე კანდიდატს შეუძლია 5 მოთამაშისთვის ხმის მიცემა. 

ცნობისათვის, ლეო ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად განიხილება და თუ სცენარი ამგვარად განვითარდა, იგი ამ პრიზს მეშვიდედ დაისაკუთრებს.

1 კვირის წინ
3604 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 602
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია