"ბარსელონა" ტერ შტეგენის შემცვლელს ეძებს - 3 კანდიდატი

"ბარსელონა" ტერ შტეგენის შემცვლელს ეძებს - 3 კანდიდატი

"ბარსელონამ" მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელის ძიება დაიწყო, - იტყობინება Fichajes.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" გერმანელის ბოლოდროინდელი ასპარეზობით უკმაყოფილონი არიან, რის გამოც მის ალტერნატივაზე ფიქრობენ.

თუ ესპანურ გამოცემას დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რადარზე სამი მეკარე იმყოფება.

სიის პირველი ნომერი ჯანლუიჯი დონარუმაა. იტალიელს "ბარსას" გასულ ზაფხულსაც უკავშირებდნენ, მაგრამ მან "პსჟ" აირჩია. ბოლო ცნობების მიხედვით, ჯიჯი პარიზში თავს არც ისე კარგად გრძნობს, ამიტომ არაა გამორიცხული, კატალონიელებს შანსი ისევ გამოუჩნდეთ.

მეორე კანდიდატი ანდრე ონანაა. ახალგაზრდა კიპერის დისკვალიფიკაციის ვადა მალე ეწურება და მას ამსტერდამის "აიაქსი" არ იტოვებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ონანას ყველაზე აქტიურად მილანის "ინტერს" უკავშირებენ.

რაც შეეხება მესამეს, fichajes-ის თქმით, ის ლონდონის "ჩელსის" კარის დარაჯი, კეპა არისაბალაგაა, რომელსაც "სტემფორდ ბრიჯზე" ედუარდ მენდის გადმოსვლის შემდეგ სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შეეზღუდა.

სათქმელია ისიც, რომ ეს გამოცემა დიდი სანდოობით ნამდვილად არ სარგებლობს, ამიტომ ტერ შტეგენის ქომაგებს თავის დამშვიდება ამით შეუძლიათ.

1 კვირის წინ
2748 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 602
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია