"ბარსელონას" ფეხბურთელი ოქროს ბურთის მოგების ფავორიტია

"ბარსელონას" ფეხბურთელი ოქროს ბურთის მოგების ფავორიტია

Diario Sport-ის თქმით, 2021 წლის ქალთა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი "ბარსელონას" ფეხბურთელი, ალექს პუტელასია.

როგორც იცით, ქალთა ოქროს ბურთსაც France Football გასცემს და მისი გამარჯვებულიც 29 ნოემბერს, საგანგებო ცერემონიაზე გამოვლინდება.

პუტელასი იყო მთავარი ფიგურა "ბლაუგრანას" იმ გუნდში, რომელმაც გასულ სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

27 წლის მოთამაშემ სულ ცოტა ხნის წინ უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მოიგო.

გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 6 მატჩში ალექსმა 1 გოლი და 5 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება ლა ლიგას, იქ მისი მონაგარი შემდეგნაირი გახლდათ: 24 გოლი, 11 ასისტი.

პუტელასის საოცარი ფორმა ამ სეზონშიც გრძელდება, რადგან პრიმერას 5 ტურში მას უკვე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

1 კვირის წინ
354 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 601
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია

მსგავსი სიახლეები