2 წლის და 2 თვის წინ

"ბარსელონა" ვირცის ბანაკს ესაუბრა

ავტორი
Aa
"ბარსელონას" წარმომადგენლები ფლორიან ვირცის ბანაკს ესაუბრნენ, - იუწყება BarcaTimes.
რამდენიმე კვირის წინ შემდგარი საუბარი გერმანელი ვარსკვლავის "ბლაუგრანაში" შემდეგ ზაფხულს გადაბარგების შანსებს შეეხო. სერიოზული ჯერ არაფერია, მაგრამ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" უკვე ემზადებიან 2024 წლისთვის.
კატალონიურ გრანდს იმედს უნდა აღუძრავდეს ის ფაქტი, რომ კლუბის ახალი სპორტული დირექტორი დეკუ წარსულში ვირცის აგენტი გახლდათ.
მიუხედავად ამისა, ტრანსფერი მაინც რთული განსახორციელებელი იქნება, რადგან 20 წლის ნახევარმცველით სხვა ტოპ კლუბებიც ინტერესდებიან და მას ლევერკუზენის "ბაიერი" ძვირს დააფასებს.
ფლორიანის გვართან ხშირად ჟღერდება მიუნხენის "ბაიერნიც".
გასულ სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში ვირცმა 4 გოლი და 8 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 დღის და 7 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
1 კვირის და 1 დღის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 6 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 6 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში