"ბარსელონა" ერთბაშად 4 ფეხბურთელს აკვირდება

"ბარსელონა" ერთბაშად 4 ფეხბურთელს აკვირდება

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე აქცენტი თავისუფალ აგენტებზე გააკეთა და როგორც ჩანს, კლუბი ამ ტენდენციის გაგრძელებას აპირებს.

Mundo Deportivo-ის თანახმად, "ბლაუგრანას" რადარზე იმყოფება 4 ფეხბურთელი, რომელიც მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება:

პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი)

ფრანკ კესი (მილანი)

ანტონიო რუდიგერი (ჩელსი)

ანდრე ონანა (აიაქსი)

როგორც ხედავთ, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციის შევსებას პოგბათი ან კესითი განიხილავენ, რუდიგერი და ონანა კი ცენტრალური მცველისა და მეკარის პოზიციებზე განიხილებიან.

ბუნებრივია, "ბლაუგრანას" ოთხივეს დამატება ძალიან გაუჭირდება, ამიტომ საინტერესო ისაა, თუ რომელ მოთამაშეზე გაკეთდება აქცენტი.

1 კვირის წინ
514 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 601
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია