რა შემთხვევაში დადგება კუმანის კატალონიური მომავალი ისევ საფრთხის ქვეშ

რა შემთხვევაში დადგება კუმანის კატალონიური მომავალი ისევ საფრთხის ქვეშ

სანაკრებო პაუზა დასასრულს მიუახლოვდა და უკვე აშკარა გახდა, რომ "ბარსელონამ" რონალდ კუმანს კიდევ ერთი შანსი მისცა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა ნიდერლანდელ სპეციალისტს დროს აძლევს, რათა მას ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ და სრული შემადგენლობით შეძლოს საკუთარი პოტენციალის გამოვლენა.

მიუხედავად ამისა, კუმანს არ უნდა ეგონოს, რომ თავი ქუდში აქვს და ამას ადასტურებს SPORT-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც.

წყაროს თანახმად, თუ რონალდი "ვალენსიასთან" და "დინამო კიევთან" მატჩებს ვერ მოიგებს, მისი პოსტიდან გათავისუფლების საკითხი ისევ დღის წესრიგში დადგება.

შეგახსენებთ, რომ "ღამურებთან" ლა ლიგის მატჩი "ბლაუგრანას" 17 ოქტომბერს ელის, კიევურ გუნდთან ჩემპიონთალიგური ჯახი კი 20 ოქტომბერს შედგება.

1 კვირის წინ
325 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 602
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია