ინტერესდება თუ არა "ნიუკასლი" კოუტინიოთი

ინტერესდება თუ არა "ნიუკასლი" კოუტინიოთი

ინგლისურ "ნიუკასლში" საუდის არაბელი შეიხის მისვლის შემდეგ კლუბს უამრავი ვარსკვლავი დაუკავშირეს.

ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ფეხბურთელი, რომლის სახელიც "კაჭკაჭებთან" მიმართებაში გაჟღერდა, "ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო გახლავთ.

ჯორდების მიერ ფილიპეთი დაინტერესებას ადასტურებს გერმანელი ჟურნალისტი კრისტიან ფალკიც.

წყაროს თანახმად, "ნიუკასლი" ბრაზილიელის შეძენას აქტიურად განიხილავს.

რაც შეეხება მატეო მორეტოს, მისი თქმით, "ბარსელონაში" არაფერი იციან ინგლისელების მიერ კოუტინიოთი დაინტერესების შესახებ.

ასეა თუ ისე, 29 წლის ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება, ამიტომ ჯერ დასკვნის გამოტანა ძალიან რთულია.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ნიუკასლს" დაუკავშირეს კლემან ლენგლეც.

1 კვირის წინ
260 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 601
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია