რატომ ვერ შეიძინა "ბარსელონამ" იერემი პინო

რატომ ვერ შეიძინა "ბარსელონამ" იერემი პინო

ბარსელონა" იერემი პინოს შეძენასთან ძალიან ახლოს იყო, - იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, კატალონიელებს ახალგაზრდა გარემარბის დამატება 2017 წელს სურდათ.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" გეგმა "ვილიარეალმა" ჩაშალა, რომელიც საგაში უკანასკნელ წუთს გამოჩნდა და იერემი "ლას პალმასიდან" წაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ პინოს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი სულ ახლახანს ჰქონდა. მან ერთა ლიგის ოთხთა ფინალის ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა.

მიმდინარე სეზონში ესპანელის ანგარიშზე "ყვითელ წყალქვეშა ნავში" ჩატარებული 9 მატჩი და 1 გოლია.

გასულ სეზონში კი იერემი "ვილიარეალს" 7 გოლით დაეხმარა.

1 კვირის წინ
120 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 602
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია