ბლანი: "ბარსელონამ" უზარმაზარი შეცდომები დაუშვა"

ბლანი: "ბარსელონამ" უზარმაზარი შეცდომები დაუშვა"

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა და გამოცდილმა სპეციალისტმა ლორენ ბლანმა Panenka-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კატალონიურ გრანდზე ისაუბრა.

"თუ "ბარსელონას" შევხედავთ, ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში მათ უზარმაზარი შეცდომები დაუშვეს.

საქმე არა მხოლოდ მესის ეხება. ბოლო 5 წელიწადში მათ გასაოცარი მოთამაშეები დაკარგეს, რასაც "ბარსას" დონის კლუბი არ უნდა უშვებდეს.

შენ ნეიმარი და მესი არ უნდა დაკარგო, რადგან მათი შეცვლა ძალიან ძნელია," - თქვა ბლანმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გაწვრთნასაც უწინასწარმეტყველებდნენ, რაც მას არაერთხელ დაუდასტურებია.

ბლანი ახლა ყატარულ "ალ რაიანს" უდგას სათავეში.

1 კვირის წინ
193 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 601
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია