გავი კოუტინიოზე ძვირი ღირს – ესპანელის სატრანსფერო ფასი გამოაშკარავდა

გავი კოუტინიოზე ძვირი ღირს – ესპანელის სატრანსფერო ფასი გამოაშკარავდა

13 ოქტომბრამდე „ბარსელონას" 17 წლის ტალანტს, გავის, სატრანსფერო ფასი "Transfermarkt-ზე" არ ჰქონდა მინიჭებული. ახლა კი მისი ღირებულება 25 მილიონი ევროა.

ეს ცენტრალურ ნახევარმცველს „ბლაუგრანას" მე-8 ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეს გახდის. აღსანიშნავია, რომ გავი „ბარსას" ისეთ მოთამაშეებზე ძვირი ღირს, როგორებიც არიან: ფელიპე კოუტინიო (20 მილიონი ევრო), ერიკ გარსია (20 მილიონი ევრო), კლემენ ლენგლე (18 მილიონი ევრო), რიკი პუჩი (15 მილიონი ევრო). რონალდ არაუხო კი სწორედ 25 მილიონ ევროდაა შეფასებული.

გეტყვით, რომ ამ სეზონში მის ანგარიშზე „ლურჯ-ბროწეულისფრების" პირველი გუნდის მაისურით 7 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემაა. გავის კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

 

 

6 დღის წინ
398 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 602
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია