"შეიძლება მათ ეს ვერ გაბედეს" - რა გაუკვირდა ლიონელ მესის

"შეიძლება მათ ეს ვერ გაბედეს" - რა გაუკვირდა ლიონელ მესის

რმადნეიმე დღის წინ "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ RAC1-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მან ერთი მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მესის "ბარსაში" უფასოდ თამაშს მე ვერ ვთხოვდი. იმედი მქონდა, რომ იგი ამას თავად ისურვებდა, მაგრამ ლეო "პსჟ-ს" წნეხში ჰყავდა მოქცეული. რა თქმა უნდა, თავიდან მას ჩვენთან დარჩენა სურდა," - თქვა მაშინ ლაპორტამ.

კატალონიელის ეს განცხადება ბევრისთვის სიურპრიზი გამოდგა და თუ ARA-ს ვენდობით, ანალოგიური რეაქცია ჰქონდა თავად მესისაც.

ლეო მესისთან დაახლოებული წყაროების მიხედვით, "ბლაუგრანას" ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელისთვის უხელფასოდ თამაში არასდროს უთხოვია.

"შესაძლოა მათ ეს არ უნდოდათ, ან ვერ გაბედეს, მაგრამ კლუბს რომ ეს შეეთავაზებინა, არსებობდა შანსი, ისინი გაოცებულნი დარჩენილიყვნენ," - ამბობს ეს წყარო.

აღნიშნული პიროვნების მინიშნებიდან შეგვიძლია იმ დასკვნის გამოტანა, რომ მესი შეიძლება ყოველგვარი ხელფასის გარეშე თამაშზეც დათანხმებულიყო, რაც მისი კალიბრის ვარსკვლავისგან ნამდვილად უპრეცენდენტო საქციელი იქნებოდა.

6 დღის წინ
1203 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 601
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია