"ბარსას" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს

"ბარსას" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს

დიდი ჩავარდნის შემდეგ ჯესი ლინგარდმა "ვესტ ჰემში" თავისი თავი იპოვა და "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდა.

ჯესი კარგად გამოიყურება, რის გამოც "წითელი ეშმაკები" მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობენ, მაგრამ ჯერაც უშედეგოდ.

ჯესიმ "იუნაიტედის" წინადადებაზე უარი განაცხადა, მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ მას გარანტირებული სათამაშო დრო სურს.

28 წლის ნახევარმცველი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, ამიტომ მას უამრავი ინგლისური თუ უცხოური კლუბი აკვირდება.

ESPN-ის ცნობით, ჯესის მსურველებს შორის "ბარსელონა" და "მილანიც" არიან, ორივე გუნდი განიხილავს ლინგარდის გადაბირებას.

როგორც "ბლაურანას", ასევე "როსონერის", ლინგარდის უფასოდ დამატება სურთ, 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

მათ გარდა, ლინგარდის დამატებას "ვესტ ჰემი" და "ნიუკასლი" ეცდებიან, თუმცა ჯერ ყველაფერი "იუნაიტედის" ხელშია.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" "ემიუს" კიდევ ერთ ფეხბურთელს, პოლ პოგბას უკავშირებენ.

6 დღის წინ
613 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2021/2022 წლების სეზონში

ვერცერთს
ერთს
ორს
სამს
ოთხს
სულ პასუხები: 602
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

უსმან დემბელე, პედრი, რონალდ არაუხო, მარტინ ბრეითუეიტი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ერიკ გარსია