დიდი დაბრუნება - რას წერენ ესპანურ პრესაში

დიდი დაბრუნება - რას წერენ ესპანურ პრესაში

დანი ალვეშმა თავისი თავი "ბარსელონას" შესთავაზა, - იტყობინება ორიოლ დომენეხი.

წყაროს თანახმად, ფული ბრაზილიელისთვის პრობლემა არ იქნება.

"ბლაუგრანას" საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

როგორც იცით, დანი ამჟამად თავისუფალი აგენტია და ახალი კლუბის მოძებნას ბარსელონაში ელოდება.

იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის ფლანგებზე კატალონიელებს აშკარა პრობლემები აქვთ, ალვეშის სეზონის ბოლომდე დამატება ჭკუასმოკლებული არ უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ დანი "ბარსას" ღირსებას 2008-2016 წლებში იცავდა. აქ მან ჩაატარა 391 მატჩი, გაიტანა 21 გოლი და გააკეთა 101 საგოლე პასი.

ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა "ბარსელონაში" ყოფნისას 23 ტიტული მოიგო. 

1 თვის წინ
4960 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ