3 წლის და 3 თვის წინ
გადაწყვეტილია! - ჟორდი ალბაც “ინტერ მაიამის” შეუერთდება
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, “ინტერ მაიამიმ” კატალონიის “ბარსელონას” ორი ლეგენდარული ფეხბურთელი, სერხიო ბუსკეტსი და ლეო მესი დაიმატა.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟორდი ალბას MLS-ში ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავია.
ამ ეტაპისთვის საბოლოო დეტალები გვარდება, ალბა “ინტერ მაიამის” აუცილებლად შეუერთდება.
ცნობისთვის, ჟორდი ალბას 2022/2023 წლების სეზონის ბოლოს “ბარსელონასთან” კონტრაქტი ამოეწურა.
ალბამ კატალონიურ გუნდში არაერთი სეზონი გაატარა და 459 ჩატარებულ შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 99 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი