3 წლის და 3 თვის წინ
ოფიციალურად: ორიოლ რომეუ "ბარსას" ფეხბურთელია
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" "ჟირონადან" ორიოლ რომეუს ტრანსფერის განხორციელება ოფიციალურად დაადასტურა.
ნახევარმცველმა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მის გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევრო განისაზღვრა.
რომეუ "ლა მასიას" აღზრდილია. 2011 წელს მან გუნდი დატოვა და ლონდონის "ჩელსის" შეუერთდა.
ორიოლმა კარიერის განმავლობაში ითამაშა "ვალენსიაში", "შტუტგარტში", "საუთჰემპტონსა" და "ჟირონაში", ახლა კი იქ დაბრუნდა, სადაც ყველაფერი იწყებოდა. 31 წლის შუახაზელმა სერხიო ბუსკეტსი უნდა ჩაანაცვლოს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, რომეუში "ბარსამ" 5 მილიონი ევრო გადაიხადა და "ჟირონას" პაბლო ტორე 1 წლით ათხოვა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი