"ბარსელონას" ახალი სადარდელი გამოუჩნდა

"ბარსელონას" ახალი სადარდელი გამოუჩნდა

"ბარსელონაში" რონალდ არაუხოს უკანასკნელი ტრავმა ძალიან აღელვებთ, - იტყობინება SPORT.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერები" იმას შიშობენ, რომ შეიძლება, ურუგვაელი მცველი ტრავმებისკენ მიდრეკილი აღმოჩნდეს.

გასულ სეზონში რონალდმა 15 მატჩი გამოტოვა და ამ სეზონის ანგარიში წუხელ გახსნა, როცა "ვალენსიასთან" გუნდს ვერ დაეხმარა.

22 წლის უკანახაზელმა ბარძაყის დაზიანება სანაკრებო პაუზისას, ურუგვაისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში მიიღო.

თუ SPORT-ს დავუჯერებთ, არაუხო გრძელვადიანი ტრავმის საფრთხის ქვეშაა, ამიტომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამედიცინო შტაბი სრულადაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა უკანახაზელი ვერც "დინამო კიევთან" და ვერც "რეალ მადრიდთან" გასამართ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

მიმდინარე სეზონში რონალდის ანგარიშზე 1 გოლია, რომელიც მან "გრანადას" გაუტანა.

1 თვის წინ
2909 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ