მესის "ბარსელონა" აღარ აინტერესებს

მესის "ბარსელონა" აღარ აინტერესებს

"ბარსელონას" გულშემატკივრებს "პარი სენ ჟერმენში" წასული ლიონელ მესი ისევ აინტერესებთ, თუმცა ამას პირიქით ნამდვილად ვერ ვიტყვით...

როგორც ყოფილი აგენტი ხოსეპ მარია მინგელა იტყობინება, "ლა პულგას" თანამედროვე ფორმაციის "ბლაუგრანაზე" არაფრის გაგება სურს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ არგენტინელ მეგავარსკვლავს თავისი მშობლიური კლუბის ესოდენ კატასტროფულ მდგომარეობაში ხილვა ძალიან სტკენს გულს.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, თუ როგორ მოუწია ლეოს "კამპ ნოუდან" აბარგება, ეს კიდევ უფრო გასაგები ხდება.

შეგახსენებთ, რომ მესის "ბარსაში" ჩაყვანა სწორედ მინგელას დამსახურებაა, ამიტომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლისგან შორს არ უნდა იყოს.

ცნობისთვის, ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი ელოდება. მესის "პსჟ" გერმანულ "ლაიფციგს" გაეჯიბრება და მორიგი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

1 თვის წინ
3740 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ