3 წლის და 4 თვის წინ
"რეალს" ფეხი დაუცდა - ბრწყინვალე შანსი "ბარსას"
ავტორი
Aa
ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩში მადრიდის "რეალი" "მალიორკას" ესტუმრა და დამარცხდა, ანგარიშით 0:1.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე გავიდა - ნაჩომ ბურთი საკუთარ კარზში შეაგდო. წონასწორობის აღდგენის საუკეთესო შანსი "თეთრებს" მეორე ტაიმის სტარტზე მიეცათ, მაგრამ ვინისიუსის მოპოვებული პენალტი მარკო ასენსიომ გააფუჭა.
ამ მარცხის შემდეგ "სამეფო კლუბის" აქტივში კვლავ 45 ქულა რჩება, "ბარსელონას" კი შესანიშნავი შანსი ეძლევა, რომ უახლოეს მდევართან სხვაობა კიდევ უფრო გაზარდოს.
იმ შემთხვევაში, თუ "ბლაუგრანა" დღეს "სევილიას" დაამარცხებს, მეორეადგილოსანთან უპირატესობას 8 ქულამდე გაზრდის.
აქვე შეგახსენებთ, რომ კატალონიურ-სევილიური დაპირისპირება 23:55 საათზე დაიწყება..
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
7 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
8 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
8 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
8 თვის და 4 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი