1 წლის და 4 თვის წინ
ცნობილია: რამდენია ფელიქსის "ბარსაში" გადასვლის ალბათობა
ცნობილია: რამდენია ფელიქსის "ბარსაში" გადასვლის ალბათობა

90%-ია იმის ალბათობა, რომ ჟოაუ ფელიქსი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს, - იუწყება ჟურნალისტი მანუ საინსი.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" ფინანსური გაანგარიშებები აწარმოეს და პორტუგალიელი შემტევის დამატების ოპერაციას მწვანე შუქი აუნთეს.

მადრიდის "ატლეტიკოში" ჟოაუზე გაბრაზებულები არიან, მაგრამ პროცესი უკვე დაწყებულია და საინსი დარწმუნებულია, რომ ტრანსფერი შედგება. მისი თქმით, 23 წლის თავდამსხმელს "ბარსა" იჯარის წესით დაიმატებს. ცხადია, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" გამოსყიდვის უფლებასაც მიიღებენ.

ჟურნალისტმა ის გარემოებებიც აღნიშნა, რამაც ფელიქსს "როხიბლანკოდან" აბარგებისკენ უბიძგა:

"შვებულებიდან გუნდში დაბრუნებულ ჟოაუს თავისი 7 ნომერი სხვისთვის გადაცემული დახვდა. "ატლეტიკოში" იგი პირველი სავარჯიშო სესიის მიღმა დარჩა, მისი ადგილი კი მწვრთნელის შვილმა დაიკავა."

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოქვეყნდა ახალგაზრდა ვარსკვლავის განცხადება, სადაც იგი "ბარსას" თავის ოცნების კლუბს უწოდებს.

გასულ სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში პორტუგალიელმა 9 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.



Facebook კომენტარები