აგუერო: "ვეტერანები მზად ვართ, რომ ფატის დავეხმაროთ"

აგუერო: "ვეტერანები მზად ვართ, რომ ფატის დავეხმაროთ"

"ვალენსიასთან" მატჩის მერე სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ ანსუ ფატის დასამტკიცებელი კიდევ ბევრი აქვს.

ამ მოსაზრების განმარტება კუნს ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოუხდა.

"ფატი ახალგაზრდაა. მას გაზრდაში უნდა დავეხმაროთ. დღევანდელ სამყაროში უმაღლეს დონეზე დარჩენა ურთულესია.

ვეტერანები აქ ანსუს მხარდასაჭერად არიან. ყველამ იცის, რომ ასეთ ტალანტს ხშირად ვერ ვხედავთ.

როცა "ბარსაში" მოვედი, 19 ნომრის აღება მქონდა გადაწყვეტილი, რომელსაც არგენტინის ასაკობრივ ნაკრებებში ვირგებდი.

მაშინ ათიანი ლეოსი იყო. ახლა ის ანსუ ფატის ეკუთვნის. ფატის აქვს განსაკუთრებული ტალანტი, რომლითაც უნდა ვისარგებლოთ," - თქვა კუნმა.

შეგახსენებთ, რომ აგუეროს "დინამო კიევთან" ხვალ გასამართი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ელიან.

1 თვის წინ
240 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ