ფატიმ ორი ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ფატიმ ორი ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

"ARA-ს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანსუმანე ფატით „მანჩესტერ იუნაიტედი" და „ლივერპული" დაინტერესდნენ და შეთავაზებებითაც მიმართეს, თუმცაღა მან ორივე კლუბი უარით გაისტუმრა.

ფატის კარიერის გაგრძელება კვლავ „ბარსელონაში" სურს და უახლოეს დღეებში გააფორმებს კიდეც ახალ კონტრაქტს, სავარაუდოდ, 2027 წლამდე.

ტრავმიდან დაბრუნებულმა 18 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური 4-ჯერ მოირგო, თავის გამოჩენა კი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით მოახერხა.

მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება „ბლაუგრანასთან" მომავალ ზაფხულში იწურება. "Transfermarkt-ი" ანსუს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

1 თვის წინ
285 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ