დეპაი: „სრულად ბედნიერი არ ვარ ჯერჯერობით"

დეპაი: „სრულად ბედნიერი არ ვარ ჯერჯერობით"

მემფის დეპაიმ „ბარსელონაში" თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ვგრძნობ, რომ ჩემი კარიერის კარგ მომენტს ვაღწევ, მაგრამ განვითარება კიდევ მსურს. იმასაც ვგრძნობ, რომ მეტის გაღება შემიძლია. სრულად ბედნიერი არ ვარ ჯერჯერობით, რაც ამ კლუბისთვის გავაკეთე. მინდა, რომ, რაც შეიძლება, მეტი გოლი გავიტანო და მეტი საგოლე გადაცემაც გავაკეთო", – დასძინა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა.

გეტყვით, რომ მემფისი „ბარსელონას" გასულ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ლიონის „ოლიმპიკიდან".

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში 27 წლის ცენტრფორვარდის ანგარიშზე 10 შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

1 თვის წინ
467 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ