როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" დღეს 31 წლის ესპანელი ნახევარმცველის, ორიოლ რომეუს ტრანსფერი გააოფიციალურა.
"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" "ჟირონას" 4.5 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ, რომელიც, თუ SPORT-ს დავენდობით, კონკრეტული სქემით ნაწილდება. "ბარსა" 3.4 მილიონ ევროს რამდენიმე ეტაპადად გადაიხდის, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ 1.1 მილიონს, რომეუ მას საკუთარი ჯიბიდან დაფარავს.
გარდა ამისა, ტრანსფერის განსახორციელებლად ორიოლმა თავისი ხელფასის ნაწილზეც თქვა უარი.
როგორც ხედავთ, საყრდენმა ნახევარმცველმა ყველაფერი გააკეთა, რათა "ბლაუგრანაში" დაბრუნებულიყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ ტრანსფერის ფარგლებში, "ბარსამ" "ჟირონაში" 19 წლის პაბლო ტორე გაუშვა. ტორე იქ 1 სეზონის განმავლობაში იქნება განათხოვრებული. სხვათა შორის, კლუბებს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, პაბლოს ჩავის გუნდის წინააღმდეგ თამაში არ შეეძლება.