ვინ მოიგებს 2021 წლის ოქროს ბურთს - ბუკმეიკერების პროგნოზი ცნობილია

ვინ მოიგებს 2021 წლის ოქროს ბურთს - ბუკმეიკერების პროგნოზი ცნობილია

ოქროს ბურთის 2021 წლის დაჯილდოებამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და საფეხბურთო სამყაროც ვეღარ ითმენს, რომ გაიგოს პასუხი კითხვაზე - ვინ მოიგებს 2021 წლის ოქროს ბურთს?

მიუხედავად იმისა, რომ France Football-ის ჯილდოზე პრეტენზიას ბევრი ფეხბურთელი აცხადებს, მისი გამარჯვებულის გამოცნობა მაინც მარტივად შეიძლება, რადგან ლიონელ მესი უპირობო ფავორიტადაა მიჩნეული და ისე ჩანს, რომ ამ ჯილდოს მე-7-დ მოგებაში არგენტინელს ხელს ვერავინ შეუშლის.

ამავე აზრზეა ცნობილი ვებსაიტი gambling.com-იც, რომელმაც ოქროს ბურთის მაძიებელთა შანსები შემდეგი კოეფიციენტებით შეაფასა:

ლიონელ მესი - 0.5

რობერტ ლევანდოვსკი - 3.5

ჟორჟინიო - 6.5

ნგოლო კანტე - 12.0

კრიშტიანუ რონალდუ - 14.0

კილიან მბაპე - 20.0

ცნობისთვის, ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონია 29 ნოემბერს პარიზში შედგება. 

1 თვის წინ
2864 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ