"მან მითხრა, რომ "ბარსაში" მოდიოდა" - პიკემ "რეალის" ფეხბურთელზე ისაუბრა

"მან მითხრა, რომ "ბარსაში" მოდიოდა" - პიკემ "რეალის" ფეხბურთელზე ისაუბრა

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ მადრიდის "რეალის" შემტევზე ვინისიუს ჟუნიორზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"სანამ ვინისიუსი "რეალში" გადავიდოდა, მას პირადად ვესაუბრე და მითხრა, რომ "ბარსაში" მისი ტრანსფერი მოგვარებული იყო.

"ვინისთან კავშირი მქონდა და მივულოცე კიდეც ჩვენს კლუბში მოსვლა, თუმცა შემდეგ მადრიდელები გამოჩნდენ და ორმაგი გადაიხადეს," - განაცხადა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ვინგერი "ბლანკოსი" რიგებს 45 მილიონის სანაცვლოდ 2018 წელს შეუერთდა.

ვინისიუსზე თავიდანვე დიდი იმედები იყო დამყარებული, თუმცა მან ამ იმედების გამართლება მხოლოდ მიმდინარე სეზონში დაიწყო. 21 წლის ვინგერის ანგარიშზე 10 მატჩში უკვე 5 გოლი და 4 ასისტია.

1 თვის წინ
1135 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ