ანსუ სკამიდან დაიწყებს - "ბარსას" სავარაუდო შემადგენლობა "დინამოსთან" მატჩისთვის

ანსუ სკამიდან დაიწყებს - "ბარსას" სავარაუდო შემადგენლობა "დინამოსთან" მატჩისთვის

"ბარსელონას" დღეს ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩი ელოდება, სადაც გუნდი შინ კიევის "დინამოს" მიიღებს.

ჯგუფური ეტაპის პირველ ორ ტურში კატალონიელებმა ერთი ქულის აღებაც ვერ მოახერხეს, რის გამოც მათ დღევანდელი ჯახი აუცილებლად უნდა მოიგონ.

Sport-მა შემოგვთავაზა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სავარაუდო თერთმეტეული კიეველებთან ჯახისთვის და იქ დიდ მოულოდნელობას ვაწყდებით:

ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა - გავი, დე იონგი, ბუსკეტსი - დესტი, მემფისი, კოუტინიო

როგორც ხედავთ, მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს ანსუ ფატი. მაშასადამე, "ბარსას" არ სურს 18 წლის თავდამსხმელის ჯანმრთელობით გარისკვა და მას 3 დღის შუალედში 2 სრულ შეხვედრას არ ათამაშებს.

საინტერესოა ისიც, რომ სერხიო აგუეროს ძირითად შემადგენლობაში ხილვის შანსიც იკლებს. არადა, ესპანური პრესა გუშინ სწორედ ამას ვარაუდობდა.

ცნობისთვის, "ბარსასა" და "დინამოს" დაპირისპირება დღეს, 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

1 თვის წინ
253 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ