დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ სიტის" ალჟირელი შემტევის, რიად მაჰრეზის საუდის არაბეთში გადაბარგება გადაწყვეტილია. 32 წლის შემტევი "ალ აჰლის" უერთდება.
ცხადია, "სიტიზენები" თავიანთი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გარემარბის შემცვლელის ძებნას აუცილებლად დაიწყებენ, ამან კი ისინი შეიძლება "ბარსელონამდეც" მიიყვანოს.
FootMercato-ს ინფორმაციით, მანჩესტერელები "ბლაუგრანას" ბრაზილიელი შემტევის, რაფინიასადმი გამოხატავენ ინტერესს.
"ქალაქელთა" დაინტერესება რეალურია. გამოცემის ინფორმაციით, კლუბების სპორტულ დირექტორებს - ჩიკი ბეგირისტაინსა და დეკუს შორის უკვე კონტაქტიც შედგა.
"ბარსელონა" შეთავაზებას აუცილებლად მოუსმენს.
შეგახსენებთ, რომ რაფინია "ბლაუგრანამ" 2022 წლის ივლისში, "ლიდს იუნაიტედიდან" შეიძინა. იორკშირელებს 26 წლის შემტევში 58 მილიონი ევრო გადაუხადეს. გასულ სეზონში რაფინიამ თავი 10 გოლითა და 12 ასისტით გამოიჩინა.