"ბარსასთან" მარსიანელებს შევხვდით" - ბონუჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალს იხსენებს

"ბარსასთან" მარსიანელებს შევხვდით" - ბონუჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალს იხსენებს

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურ მცველ ლეონარდო ბონუჩის ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ ჩემპიონთა ლიგის რომელი ფინალის გადათამაშებას ისურვებდა.

ბონუჩიმ "ბარსელონასთან" 2015 წელს წაგებულ ფინალზე არც კი იფიქრა და მის მაგივრად, 2017 წელს "რეალთან" გამართული ჯახის ხელახლა ჩატარება ინატრა.

"ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალიდან მე კარდიფში ნათამაშებს გავამეორებდი. 

"ბარსელონასთან" ჩვენ დასაკარგი არაფერი გვქონდა და მარსიანელებს ვეთამაშებოდით," - ციტირებს მცველის სიტყვებს Amazon Prime Italy.

შეგახსენებთ, რომ ბერლინში გამართული ფინალი "ბლაუგრანამ" დამაჯერებლად, ანგარიშით 3:1 მოიგო. "ბარსას" მხრიდან გოლები ივან რაკიტიჩმა, ლუის სუარესმა და ნეიმარმა გაიტანეს, პიემონტური კლუბის ქომაგები კი ალვარო მორატამ გაახარა.

რაც შეეხება 2017 წელს, მადრიდის "რეალმა" "ბიანკონერი" იქ კიდევ უფრო სასტიკი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა. 

1 თვის წინ
181 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ