ცნობილია - აპირებს თუ არა "ბარსელონა" სიმონსის დაბრუნებას

ცნობილია - აპირებს თუ არა "ბარსელონა" სიმონსის დაბრუნებას

ჩავი სიმონსს "პარი სენ ჟერმენში" კარიერა არ აეწყო და ისევ "ბარსელონაში" დაბრუნება მოუნდა, - იტყობინება ადრიან სანჩესი.

ესპანელი ჟურნალისტის თქმით, სიმონსმა თავის აგენტ მინო რაიოლას დაავალა, რომ მისი "ბლაუგრანაში" დაბრუნების შესაძლებლობა მოესინჯა.

წყაროს თანახმად, რაიოლამ თავისი ვალი მოიხადა და "ლურჯ-ბროწეულისფერებს" დაუკავშირდა, მაგრამ მათგან მკაცრი უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სიმონსი "ლა მასიას" ვარსკვლავი იყო. იგი თავის გუნდს კაპიტნობდა და იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, ხშირად ჩავისა და ანდრეს ინიესტას ადარებდნენ.

მოულოდნელად, 2019 წელს მან "პსჟ-ში" გადასვლა გადაწყვიტა, რისი მთავარი მიზეზიც ის 1 მილიონი ევრო იყო, რომელიც ფრანგულმა კლუბმა ჩავის ხელფასის სახით შესთავაზა.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი "პარკ დე პრანსზე" დიდი იმედებით ჩავიდა, მაგრამ ამაოდ. შექმნილ ვითარებაზე ისიც მეტყველებს, რომ "პარი სენ ჟერმენის" ძირითად გუნდში მას სულ 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

ცნობისთვის, ჩავი ანსუ ფატის თანატოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ 18 წლის გახლავთ.

 

1 თვის წინ
1236 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ