რას ფიქრობს ჩავი უსმან დემბელეს შესახებ

რას ფიქრობს ჩავი უსმან დემბელეს შესახებ

ჩავის "ბარსელონაში" დაბრუნება კიდევ ერთხელ გადაიდო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერნანდესი თავის გეგმებს უკვე არ ალაგებს.

ჟურნალისტი ხერარდ რომეროს თქმით, "მაესტროს" უკვე ნაფიქრი აქვს იმაზე, თუ ვინ დადგება "ბლაუგრანას" შეტევის ფლანგებზე, მისი მოსვლის შემთხვევაში.

როგორც ირკვევა, ჩავის ფორმაციის "ბარსას" გარემარბები უსმან დემბელე და ანსუ ფატი იქნებიან.

მაშასადამე, ახალგაზრდა სპეციალისტს სურს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" დემბელეს ახალი კონტრაქტი გაუფორმონ.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის გარემარბს "ბარსასთან" ხელშეკრულება გაისად ეწურება და მისი გახანგრძლივება-გაუხანგრძლიველობის საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რაც შეეხება ანსუს, კატალონიურ გრანდთან ის ექვსწლიან კონტრაქტს ხელს ძალიან მალე მოაწერს.

1 თვის წინ
1940 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ