მატიას დე ლიხტი "ბარსელონას" შესთავაზეს

მატიას დე ლიხტი "ბარსელონას" შესთავაზეს

მინო რაიოლა მატიას დე ლიხტისთვის ახალ კლუბს ეძებს და ის "ბარსელონასა" და "ჩელსის" დაუკავშირდა, - იტყობინება Calciomercato.

წყაროს თანახმად, ნიდერლანდელ მცველს "იუვენტუსში" ყოფნა აღარ უნდა და პიემონტიდან აბარგებას მომავალ ზაფხულსვე აპირებს.

მატიასის სასურველი კლუბი "ბარსელონა" გახლავთ. არაა გამორიცხული, ამ ოცნების ასასრულებლად მან ხელფასიც შეიმციროს.

დე ლიხტის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა, მაგრამ მისი ხელფასი იმდენად მაღალია, რომ "ზებრები" მოლაპარაკებებისთვის მზად იქნებიან.

ცნობისთვის, ახალგაზრდა უკანახაზელი "კამპ ნოუზე" გადმობარგებასთან ახლოს 2019 წელს იყო, მაგრამ მან არჩევანი "იუვეზე" გააკეთა.

22 წლის ფეხბურთელს მაშინ ეშინოდა, რომ "ბარსელონაში" საკმარის სათამაშო დროს ვერ მიიღებდა. როგორც ჩანს, მან თავისი შეცდომა უკვე გაიაზრა და ახლა მის გამოსწორებას ცდილობს.

1 თვის წინ
281 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პედრი, მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო აგუერო, ანსუ ფატი, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ