1 წლის და 4 თვის წინ
"ბარსელონას" კიდევ 2 ტრანსფერის განხორციელება სურს
"ბარსელონას" კიდევ 2 ტრანსფერის განხორციელება სურს

2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" პირველ გუნდს 4 ტრანსფერი აქვს განხორციელებული.

ილქაი გიუნდოგანი, ინიგო მარტინესი და ორიოლ რომეუ "ლურჯ-ბროწეულისფერთ" უკვე შეუერთდნენ. რაც შეეხება ვიტორ როკეს, საუკეთესო შემთხვევაში, "ბლაუგრანას" იგი 2024 წლის იანვრიდან დაეხმარება.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მიკაილ ფაიეც, თუმცა 17 წლის მცველი, წესით და რიგით, "ბარსა ატლეტიკის" წევრი იქნება.

თუ Relevo-ს დავუჯერებთ, კატალონიური გრანდისგან დანამატებს კიდევ უნდა ველოდოთ.

წყაროს თანახმად, "ბარსელონა" კიდევ ერთი ნახევარმცველისა და მარჯვენა მცველის დამატებას ეცდება.

ნახევარმცველთა შორის "ბარსას" ბერნარდუ სილვას (მანჩესტერ სიტი), ჟოაუ ფელიქსს (ატლეტიკო) და ჯოვანი ლო სელსოს (ვილიარეალი) უკავშირებენ. რაც შეეხება მარჯვენა მცველს, აქ სამიზნე ჯერ არ გამოკვეთილა.


Facebook კომენტარები