როგორც მოგეხსენებათ, ჟოაუ ფელიქსის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლა უკანასკნელი დღეების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემაა.
ჟურნალისტი მანუ საინსი ირწმუნება, რომ ტრანსფერის განხორციელების ალბათობა 90%-ია. მის აზრს არ იზიარებს Relevo-ს კორესპონდენტი, ტონი ხუანმარტი.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" 23 წლის პორტუგალიელს კარს არ უხურავს, მაგრამ, დღევანდელი მდგომარეობით, ჟოაუს "ბარსაში" ხილვის შანსი მცირეა. "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ფელიქსის გაფორმების შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ გუნდს რომელიმე შემტევი დატოვებს.
პორტუგალიელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტი უკვე შესთავაზა ლა ლიგის ჩემპიონებს. ჟოაუ მზადაა, რომ სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებამდე დაიცადოს. უდიდესი ალბათობით, ტრანსფერზე მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ეს აუცილებელიც კი გახდება.
ხუანმარტი წერს, რომ მომდევნო სეზონის დაგეგმვით შეხვედრებზე "ბარსელონაში" ფელიქსი არ უხსენებიათ. მიუხედავად ამისა, კატალონიურ გრანდში "ატლეტიკოს" ვარსკვლავის შესაძლებლობებს აფასებენ. ჟოაუს დამატება დიდ ფინანსურ მსხვერპლს არ მოითხოვს, ამიტომ კლუბში ამას შეიძლება ხელიდან არგასაშვებ შესაძლებლობად შეხედონ.
გასულ სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში პორტუგალიელმა 9 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.